| დამატებითი ინფორმაციისთვის და შეკვეთისთვის, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: | |||
|
|
|
|
|
ეძებთ განსხვავებულ კორპორატიულ საჩუქარს, რომელიც თქვენს ბრენდს მხიარულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებას დაუკავშირებს? MEMORY — მეხსიერების თამაშია, რომელშიც მონაწილეები ბარათების მდებარეობას იმახსოვრებენ და ერთნაირ გამოსახულებებს ეძებენ. თამაშის ბარათებისა და ყუთის სრული ბრენდირება შესაძლებელია სასურველი ლოგოთი, პატერნით, ილუსტრაციით, ფერებითა და წარწერებით.
ასეთი საჩუქარი თანამშრომლებს, პარტნიორებსა და მომხმარებლებს ყოველდღიური საქმეებისგან მცირე შესვენებისა და ერთად სასიამოვნოდ გატარებული დროის შესაძლებლობას აძლევს.
MEMORY-ს მიზანი მარტივია: დაიმახსოვროთ ბარათებზე გამოსახული ილუსტრაციები და მათი მდებარეობა, შემდეგ კი იპოვოთ ერთნაირი გამოსახულებების წყვილები.
თამაშის დასაწყისში ბარათები აურიეთ და გამოსახულებით ქვემოთ დაალაგეთ. მოთამაშეები რიგრიგობით აბრუნებენ ორ ბარათს. თუ გამოსახულებები ერთმანეთს ემთხვევა, მოთამაშე წყვილს იტოვებს და კიდევ ერთხელ ცდის ბედს. თუ ბარათები განსხვავებულია, მათ ისევ გადმოაბრუნებს და სვლა მომდევნო მოთამაშეზე გადადის. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ წყვილს შეაგროვებს.
შეგიძლიათ ითამაშოთ კოლეგებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.
MEMORY-ს ბარათები და შეფუთვა ერთიან ვიზუალურ კონცეფციას ქმნის, რომელიც შეგიძლიათ თქვენი კომპანიის სტილს, კონკრეტულ ღონისძიებასა თუ სეზონურ კამპანიას მოარგოთ.
პერსონალიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ:
კომპანიის ლოგო — ბარათებსა და შეფუთვაზე;
ბრენდის ფერები — ნაკრების ერთიანი ვიზუალური სტილისთვის;
ინდივიდუალური პატერნი — ბარათების უკანა მხარისა და შეფუთვის გასაფორმებლად;
სასურველი ილუსტრაციები — წყვილების შესაქმნელად: თქვენი პროდუქტები, ბრენდის სიმბოლოები, თემატური ან სადღესასწაულო გამოსახულებები;
სლოგანი და პერსონალური გზავნილი — მილოცვა, მადლობა ან კომპანიის მთავარი სათქმელი.